ვიყოთ მუდმივად ენერგიულები

ინტერნეტში ძრომიალის დროს წავაწყდი სპეციალისტების რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება ვიყოთ მუდამ ენერგიულები . ჩვენი დატვირთული ცხოვრების რიტმს რომ ავყვეთ და თან  ენერგია და ტონუსიც შევინარჩუნოთ, სპეციალისტები გვირჩევენ:

1. ბევრი იმოძრავეთ, თან ეცადეთ, ეს სიამოვნებით გააკეთოთ.

2. გარშემო მყოფებთან შეხებას თავს ნუ აარიდებთ – მეგობრული მოხვევა, ხელის ჩამორთმევა – ენერგიის ჯანსაღი  წყაროებია; ეცადეთ, გაიაროთ მასაჟის კურსიც.

3. სამუშაო დღის განმავლობაში თავს ხანმოკლე დასვენების უფლება მიეცით.

4. დიეტაზე ნუ გადახვალთ. მიირთვით ჯანსაღი საკვები დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით.

5. გაიხსენეთ არომათერაპია. პიტნის ეთეროვანი ზეთი ეფექტიანი გამამხნევებელი საშუალებაა.

6. ისუნთქეთ ღრმად. რაც მეტ ჟანგბადს ჩაისუნთქავთ, მით უფრო მოგემატებათ ენერგია.

7. თავს დასვენების დღე მოუწყვეთ – უბრალოდ წამოწექით ან ისეირნეთ.

8. ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაწექით და ადექით, დასვენების დღეებშიც კი.

9. კვირაში ერთხელ კარგად გამოიძინეთ.

ძალიან საინტერესო რჩევებია, ერთ დროს დაწოლა და ადგომა ნამდვილად არ აწყენდა ჩემს ჯანმრთელობას და კვირაში ერთხელ გამოძინებაც პირდაპირ მისწრებაა სკოლის დამღლელი რეჟიმის შემდეგ. მინდა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო ჯამში ყველანაირი რელაქსაციის ამოსავალი წერტილი ჯანსაღი ცხოვრების წესია.

This entry was posted in ეს საინტერესოა, სხვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink.

2 Responses to ვიყოთ მუდმივად ენერგიულები

  1. natia says:

    minda rcheva micet iset adamianebs vinc games atevebs da areul rejimshi cxovrob.. man ra unda gaaketos imistvis rom energiulad igrdznos tavi..

    • sal4you says:

      სწორი შენიშვნაა მე ვიმუშავებ ამ პრობლემაზე აუცილებლად და იმედია შედეგიანიც იქნება:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s