დისკუსია ” ნარკომანია მავნე ჩვევა თუ ავადმყოფობა”

 მოგესალმებით ჩემო კარგებო, მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი აქტივობის შესახებ, რომელიც იტრიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა განახორციელა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით. აქტივობის განხორციელებაში დაგვეხმარა ბიოლოგიის პედაგოგი ქალბატონი ელდინო გელაშვილი, რომელიც ბავშვებს ესაუბრა ნარკომანიის შესახებ. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი სუბიექტური აზრები ნარკომანიის ირგვლივ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავათ ყველა მოსწავლე შეჯერდა ერთ აზრზე და ნარკომანიას “21-ე საუკუნის დაავადება უწოდა”. 
 უამრავი პრობლემა გამოიკვეთა საკითხის ირგვლივ, დისკუსიის მონაწილე ბავშვების უმეტესობას კი სიბრალული გაუჩნდა ნარკომანების მიმართ და პროტესტი გამოუცხადა ადამიანებს, რომლებიც რიყავენ მათ და არ ეხმარებიან. მათი აზრით ისინი ავადმყოფები არიან და რომ დაძლიონ მავნე ჩვევა უმთავრესი ხელშემწყობი მათთვის საზოგადოების კეთილგანყობაა.
  მინდა ავღნიშნო, რომ დისკუსიამ მოლოდის გადააჭარბა და წამოჭრა ისეთი თემა, რომელსაც პირადად მე ვერასდროს დავეთანხმები. ეს შეეხებოდა ნარკოტიკების ლეგალიზებას. ბავშვებმა მაგალითად მოიყვანეს შემდეგი რამ: ჰოლანდიაში შეიქმნა ნარკომანთა სპეციალური ქუჩა, სადაც მიდიოდნენ ნარკომანები და  ჰიგიენურად სუფთა ნემსებით იკეთებდნენ წამალს, საშვალო სტატისტიკური მონაცემებით ამ ქმედებამ პროცენტულად საგრძნობლად შეამცირა ნარკომანების რიცხვი, რადგან აკრძალული ხილი აღარ არსებობდა და სიტკბოც შესაბამისად დაეკარგა. 
 მოკლედ ჩემო ერთგულო მკითხველებო მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმოფხვრის თუ არა ზემოთხსენებული ღონისძიება ნარკომანიას? პირადად მე ვერანაირად დავეთანხმები ამას, რადგან ჩვენ ვებრძვით ამ დაავადებას, ვანხორციელებთ უამრავ აქტივობას მის აღმოსაფხვრელად და ასეთი ქმედება გაუმართლებლად მიმაჩნია.
This entry was posted in (Chat) ვისაუბროთ, ეს საინტერესოა, მავნე ჩვევები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s