მკურნალი ქსოვილები

    დიდი ხანია შენიშნულია, რომ ზოგიერთი სამოსი ჯანმრთელობას ვნებს, სხვები პირიქით, დაავადებისგან განკურნებას ეხმარება. საქმე ეხება მასალას, რომლისგანაც ის არის დამზადებული.
ვირჩევთ ნატურალურს.
სამკურნალო თვისება არ გააჩნია მხოლოდ სინთეტიკას. ხელოვნური ქსოვილები გარემოსთან ენერგოცვლას არღვევენ. სამაგიეროდ ნატურალურ ქსოვილს ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატების შეცვლა შეუძლია.
ბამბის ქსოვილი ერთ–ერთი პოპულარულია. მსუბუქია, რბილია, მასში თავს კომფორტულად ვგრძნობთ დღითაც და ღამითაც, ზამთარშიც და ზაფხულშიც. სიცივეში გვათბობს, სიცხეში – გვაგრილებს. სიზმარში ბამბის ნახვა კარგ ნიშნად ითვლება.
სელი 7000 წელია ცნობილია. წინაპრები სელის ტანსაცმელს დამცველ თვისებებს მიაწერდნენ და მას რიტუალურად წმინდად თვლიდნენ. ძველ საბერძნეთში ამ ქსოვილის სამოსი ქურუმების პრივილეგიად ითვლებოდა, ხოლო ეგვიპტეში მხოლოდ არისტოკრატებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
სელის ნართი ბამბის ძაფზე – 2–ჯერ, ხოლო შალის ძაფზე 3–ჯერ უფრო მაგარია, მაგრამ მისი ღირსება არამხოლოდ სიმტკიცეშია. სელი ნატურალური ანტისეპტიკია (ანთების საწინააღმდეგო). მიკრობებს ანადგურებს და ამგვარად ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების აღმოცენებას აბრკოლებს. ამავდროულად ალერგიას არ იწვევს. წინათ რუსეთში ჩვილ ბავშვებს სელის ტილოში ახვევდნენ, რომ ჯანმრთელები ყოფილიყვნენ, ხოლო მეომრებს ჭრილობები სწრაფად რომ მოშუშებოდათ, ნაიარევზე სელის ტილოს ახვევდნენ. 
თანამედროვე მეცნიერებმა მისი ახალი თვისება აღმოაჩინეს – სელის ქსოვილი გამა გამოსხივებას თითქმის 2–ჯერ ანეიტრალებს და რადიაციის დონეს ამცირებს. სელის ქსოვილი ჰაერგამტარია, სხეულს არ ეკვრის და კანს “სუნთქვის” საშუალებას აძლევს. ექიმები სელის თეთრეულზე ძილს ურჩევენ მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი, ალერგიისაკენ მიდრეკილება, დერმატოლოგიური დაავადებები და ასთმა აწუხებთ. 
ნატურალური შალი შემადგენლობით ადამიანის თმის მსგავსია, მაგრამ მასზე უფრო მაგარია. შალის ძაფის სიმკვრივე იმავე დიამეტრის ფოლადის მავთულის სიმკვრივის ტოლია. შალი 97% ცილის, 3% ცხიმისა და 18 ამინმჟავისგან შედგება, რაც ჩვენს ნივთიერებათა ცვლაზე სასიკეთოდ მოქმედებს. ამავე დროს, შალის ბოჭკო იმდენად გლუვი და ნაზია, რომ მგრძნობიარე კანს არ აღიზიანებს. შალის სამოსი უნდა ატარონ ადამიანებმა, ვისაც კანის დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, აკნე, ტროფიკული და კანის ინფექციური დაავადებები, ფსორიაზი და სხვა) აწუხებთ.
შალი ალერგიულებისთვის შესანიშნავი არჩევანია. შალის ძაფში არსებული ცილა სირიცინის წყალობით, ქსოვილში მტვრის ტკიპა (ალერგიული დაავადების პროვოკატორი) არ ჩნდება. შალის ქსოვილი ათბობს, გამოიყენება სახსრებში ტკივილის, რევმატიზმის, ართრიტის, ზურგში ტკივილის, რადიკულიტის დროს. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ამ ძვირფას ქსოვილში არსებული ცილა ფიბრიონე 7–ჯერ უფრო მეტ სინოტივეს ინახავს, ვიდრე ნებისმიერი დამატენიანებელი კომპონენტები. ბატკნის შალი განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ხოლო ცხვირიდან სისხლდენის შეწყვეტას კურდღლის და აქლემის შალის სამოსი ეხმარება.
This entry was posted in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s