ბევრი ხალი ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია

  ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხალები ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს, რომელბსაც 100-ზე მეტი ხალი აქვთ, ძვლებიც უფრო მტკიცე აქვთ. ასეთ ადამიანებს ნაოჭებიც გვიან უჩნდებათ, რის შედეგადაც რეალურ ასაკთან შედარებით 7 წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან, წერს The Sunday Times-ი.
სხვა უპირატესობებს შორის არის განვითარებული კუნთები, ჯანმრთელი თვალები და გული.
გენეტიკოსი ტიმ სპექტორი აცხადებს: “ხალებს დღემდე ყველა იგნორირებას უკეთებდა. თუმცა ჩვენ ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ძალინ ბევრი ხალი აქვთ და 60 წლის ასაკში რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან. ცნობილია, რომ ხალი იმ უჯრედების სწრაფი დაყოფის შედეგია, რომლებიც მუქი ფერის პიგმენტებს გამოიმუშავებენ, განსაკუთრებით ბავშვობაში. საშუალო ასაკში ისინი ხშირად ქრება, თუმცა ზოგს ხალები მთელი ცხოვრება უმრავლდება”.
კვლევის დროს ბრიტანელმა მეცნიერებმა 1200 ტყუპი ქალი შეისწავლეს, მათი ასაკი 18-დან 79-მდე მერყეობდა. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც 100-ზე მეტი ხალი ჰქონდა, დანარჩენებთან შედარებით ოსტეოპოროზის მიმართ 50%-ით ნაკლებ მიდრეკილებას ავლენდნენ.
საქმე ის არის, რომ ხალიანი ადამიანი დიდი რაოდენობით სისხლის თეთრ უჯრედებს გამოიმუშავებს, რომლებსაც გრძელი ტელომერები აქვთ. რაც უფრო გრძელია ტელომერი, ადამიანი მით უფრო ნელა ბერდება.
This entry was posted in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink.

2 Responses to ბევრი ხალი ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია

  1. მაკო ხარშილაძე says:

    dzalian sainteresoaa…))))turme xalic sasargebloo yofila…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s