ჰენდგუმი-ანტისტრესი


ჩემი დღევანდელი პოსტი ეძღვნება ერთ ძალიან უცნაურ ნივთიერებას. პირადად ჩემში ამ ნივთიერებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და გაოცებულიც კი დამტოვა.

მოკლედ ეს ნივთიერებაა ჰენდგუმი( საინტერესო სახელია:)). ის 1943 წელს გამოიგონეს და დღემდე მას ვერც ერთი პრაქტიკული გამოყენება ვერ მოუფიქრეს… გარდა ერთისა. ის სათამაშოა-ანტისტრესი, რომლითაც  არა მარტო პატარები, დიდებიც მშვენივრად ერთობიან( მეც დიდი სიამოვნებით გავერთობოდი)

რ არის ჰენდგუმი? ის არც სითხეა და არც მყარი სხეული. უფრო სწორად, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოექცევი მას: თუ ხელის გულზე დაიდებ ან მაგიდის კიდეზე ჩამოდებ, ცოტა ხნის შემდეგ ისე ჩამოიღვენთება დაბლა, როგორც თხევადი ნივთიერება, მაგრამ თუ შეეცდები და მასში ლურსმანს ჩაარჭობ, ნურას უკაცრავად, ისე დაგხვდება , როგორც ქვა.

დიახ, ჰენდგუმი აგრეგატულ მდგომარეობას კი არ იცვლის, არამედ მისი თვისებები დამოკიდებულია მასზე ზემოქმედების ხანგრძლივობაზე: თუ სწრაფად იმოქმედებ მასზე, ის მყარი სხეულივით იქცევა, თუ ნელა იმოქმედებ, მას სითხის თვისებები აქვს. მეცნიერები ჰენდგუმს ,,არანიუტონურ სითხეს” უწოდებენ.

გინდა შენც სცადო მასთან “ურთიერთობა”?

  • აიღე ერთი სავსე ჩიქა კარტოფილის ფქვილი და ერთ ჭიქაზე ნაკლები წყალი.
  • აურიე ერთმანეთში ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღო.
  • ჩაყავი თითი მასაში ძალიან ნელა და ისევ ფრთხილად ამოიღე და დააკვირდი.
  • ახლა სწაფად ჩაჰკარი მასში თითი. ხომ არ გეტკინა?:D
  • დაისხი ხელზე, როგორ “იქცევა” როგორც სითხე თუ როგორც მყარი სხეული?

იქნებ ჩაატაროთ ეს ექსპერიმენტი და კომენტარის სახით გაგვიზიარეთ მიღებული შედეგი და შთაბეჭდილებები. გამოგიტყდებით მე არ მიცდია, აუცილებლად გავაკეთებ და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. ეხლა კი რამდენიმე ჰენდგუმის სურათი  და ვიდეო, ნახეთ ძალიან საინტერესოა

This entry was posted in ეს საინტერესოა and tagged . Bookmark the permalink.

6 Responses to ჰენდგუმი-ანტისტრესი

  1. mec didii siamovneebit gavakeeeteeb..:))))ra magar ragacaa da tan advili gasaketeeberelii…saal madlooba imistvis rom chven simshvedeze zrunaav..:))0):”**********

  2. kinogurmani says:

    აუ რამაგარი რაღაცაა🙂 მიინდა

    • sal4you says:

      ხო მართლა მაგარია მაგრამ როგორც გავიგე ძალიან ძვირი ღირს:(:( რა კარგად გავერთობოდი

  3. MaNvEeL says:

    auuu rogor momewonaa.))sainteresoa dzaan..saliik midi ishove da gaakete mere machuqee da magrad gavertobi xolmee..au isee ees mgoni manchoos aaqvs..)):D

    • sal4you says:

      სად ვიყიდოო?? დიდი ქალი რო გავხდები გიყიდიი:) იფ დაგაკვდებოდა ანტისტრესიიი:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s