ცხოვრების ჯანსაღი წესი

ცხოვრების ჯანსაღი წესი – ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?!
  ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ.
  ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი – ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა
   ჯანსაღი ცხოვრების მთავარი კომპონენტებია:
  • ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
  • გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;
  • მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
  • კვება – ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე – ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
  • მოძრაობა – ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ჰიგიენა – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;
  • გაკაჟება
  • ემოციური თვითშეგრძნება – ფსიქოჰიგიენა, საკუთარ ემოციებსა და პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობა და ცოდნა;
  • ინტელექტუალური თვითშეგრძნება – ადამიანის უნარი შეიტყოს და  გამოიყენოს ახალი ინფორმაცია ახალ გარემოში ოპტიმალური მოქმედებისთვის;
  • სულიერი თვითშეგრძნება – ადამიანის უნარი დაადგინოს ნამდვილად ღირებული, ფასეული და მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული ცხოვრებისეული მიზნები, ისწრაფოდეს ამ მიზნებისკენ.  
      არსებობს ექიმთა, დიეტოლოგთა და ფსიქოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებული ათი რჩევა, რომელიც ქმნის  ცხოვრების ჯანსაღი წესის მთავარ საფუძველს:
      1. აქტიური გონებრივი შრომა;
2. სასიამოვნო სამუშაო;
3. რაციონალური კვება;
4. ასაკის შესაბამისი კვება;
5. საკუთარი აზრის ქონა;
6. სიყვარული და სიფაქიზე;
7. ძილი 17-18 გრადუსი ტემპერატურის პირობებში;
8. მუდმივი ფიზიკური დატვირთვა;
9. პერიოდულად ტკბილეულის მიღება;
10. ემოციური განტვირთვა.
     ფორმულირებას “ცხოვრების ჯანსაღი წესი” არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს. ის გასული საუკუნის 70-იან წლებში დამკვიდრდა. ისმის კითხვა: რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ფორმულირების ჩამოყალიბების საკითხი, მით უმეტეს, რატომ გახდა ის ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი? უნდა მოგახსენოთ, რომ ამ თემისადმი ინტერესი უშუალო კავშირშია ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან, ადამიანის საარსებო გარემოსა და, რაც მთავარია, საკუთრივ ადამიანის შეცვლასთან. ისიც საყურადღებოა, რომ დღეს აშკარად არის გამოკვეთილი თანამედროვე ადამიანის სამი მთავარი მტერი – დეპრესია, ჰიპოდინამია და დაცემული ზნეობა. თანამედროვე ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა, თუმცა დღეს ის გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ბევრს ჭამს, აქვს მავნე ჩვევები,  დაკარგა სულიერება. ყოველივე ამის გამო თანამედროვე ადამიანი მოდუნდა, დაავადმყოფდა და დადარდიანდა.
     მედიცინამ და ჯანდაცვამ მიაღწიეს იმ დონეს, რომლითაც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიცოცხლის გახანგრძლივება, თუმცა ეს არ კმარა, საჭიროა მოსახლეობის გაჯანსაღების სხვა გზების ძიება. სწორედ ეს გზაა ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც ადამიანმა თავად უნდა დაიცვას და რომლის არსიც არის სულისა და სხეულის (ანუ ფსიქიკისა და სომის) ჯანმრთელობის შენარჩუნება თვითშეზღუდვისა და საგანგებო ვარჯიშების მეშვეობით.
This entry was posted in სხვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink.

5 Responses to ცხოვრების ჯანსაღი წესი

  1. მაკო ხარშილაძე says:

    ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება, და ეს ბლოგიც ძაან მომწონს. სალო წარმატებებს გისურვებ შენი მიზნების მიღწევაში…

    • sal4you says:

      დიდი მადლობა გენაცვალე,,ყოველი თქვენი შექება ჩემი სტიმულია და მახარებს:) უფრო მონდომებული ვხდები რატომღაც:)

  2. MaNvEeL says:

    sainteresoa dzaliaan..))da mnishvnelovani..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s