საქართველო და თამბაქო

      ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად ხუთი მილიონი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების შედეგად. საქართველოში წელიწადში 11 ათასი ადამიანი ეწირება სიცოცხლისთის საშიში ამ პროდუქტის მოხმარებას.
 აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებით, 2025 წლისათვის თამბაქოს მოხმარებისაგან დაიღუპება 10 მილიონი კაცი. საზოგადოებრივი ჯანდაცვისათის ასეთი კატასტროფული შედეგების პროგნოზირების საფუძველზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ(ჯანმო) ორ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მოამზადა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომლის ტექსტი საბოლოოდ დაამტკიცა ჯანმოს 56-ე მსოფლიო ასამბლეაზე 2003 წლის 21 მაისს. 2005 წლის 27 თებერვლიდან ჩარჩო კონვენცია ძალაში შევიდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო პოსტსაბჭოური სივრციდან, რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას, ეს მოხდა 2004 წლის 20 თებერვალს.
   ყველამ იცის რომ თამბაქოს წევა მავნეა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ბევრი ჩვენი  ნაცნობი მაინც ეწევა.
  საქართველოში თამბაქოს მოხმარებას ვაჟები მეტწილად იწყებენ 10-11წლის ასაკში, გოგონები- 12-13 წლის ასაკში, მაშინ, როცა ორგანიზმი იზრდება და ყალიბდება. მწეველების 40% თავიდან მოიხმარდა 1-2 ღერ სიგარეტს. მიუხედავად ამისა ისინი სიგარეტზე დამოკიდებულნი გახდნენ.
 საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა  იმდენად მაღალია, რომ ეს პროცესი თუ არ შეჩერდება, მოხდება კატასტროფა. თამბაქოს წევას უკავშირდება მკვდრადშობადობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდაც. ორსული ქალები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ, 150-250გ-ით ნაკლები წონის ბავშვებს აჩენენ. პასიური წევის შემდეგაც კი, ორსულობის ფერიოდში , იზრდება მუცლის მოშლის შემთხვევათა რისკი. მწეველი მშობლების ახალშობილებში 7-ჯერ ირდება უეცარი სიკვდილის რისკი.
 ღირს ამად ჩვენი ჯანმრთელობა?  გამოვიჩინოთ მტკიცე ნებისყოფა და უთხრათ არა მავნე ჩვევებს!
This entry was posted in მავნე ჩვევები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s