სპორტის განვითარების მნიშვნელობა

    სპორტი თანამედროვე საზოგადოებაში სხვადასხვა ეროვნების,სარწმუნოების, ცხოვრების სრულიად განსხვავებული წესისა და სულისკვეთების მქონე ადამიანების შემკავშირებელ ფაქტორად იქცა.შეუძლებელია, მოიძებნოს რომელიმე სხვა ნიშანსვეტი, რომელიც ერთ წამში ისე შეძრავს და აღანთებს ადამიანებს, როგორც ამა თუ იმ პრინციპული, ვთქვათ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის გადამწყვეტი გოლი. ოლიმპიურ თამაშებზე ამა თუ იმ სპორტსმენის ოქროს ნახტომი, ოქროს ტყორცნა,ოქროს ნოკაუტი…სპორტი ადამიანებს კრავს და აერთიანებს არა რომელიმე გარეშე ფაქტორის არამედ თვითონ მასში ჩადებული მუხტის გამო. სპორტი ადამიანთა საერთო დღესასწაულია და მისი განვითარება სპორტულ ასპარეზობაში ადამიანის შესაძლებლობების გამოვლენა, ადამიანური ღირებულებების დამტკიცებაა, მშვიდობისა და მშვენიერების განდიდებაა.
   ჩვენს საზოგადოებას სპორტი უყვარს. ის მისგან, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ენერგიას იღებს.ყველას კარგად ახსოვს რა სიხარულსა და იმედს ჰგვრიდა ქართველებს თანამემამულეთა ოლიმპიური მიღწევები 2008 წელს, რუსეთთან მიმდინარე ომის პერიოდში. ქართველი სპორტსმენები იმ დღეებში ეროვნული მხნეობის მომნიჭებელ გმირებად იქცნენ.
  ქართული საზოგადოება ტრადიციულად სპორტის აქტიური გულსემატკივარია. სპორტი არის ერთ-ერთი სფერო, რომლის განვითარების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მუდამ ერთგვაროვანია. ქართველებმა კარგად იციან, რომ სპორტს ჩვენი ქვეყნის განდიდება და მის მცხოვრებთა სულისკვეთების ამაღლება შეუძლია. ამის მაგალითად გამოდგება გულშემატკივრების თანადგომა მორაგბეთა მიმართ, რომელიც უცხოეთის სტადიონებზეც ვლინდება. საზოგადოება აქტიურია სპორტის პრობლემებზე მსჯელობისას.
 ჩემი ქვეყნის სპორტსმენების მიღწევები ჩემი პირადი სიამაყის საგანია. შემიძლია, ისევ გავიხსენო ბოლო ოლიმპიადა, მორაგბეთა წარმატებები, კალათბურთელთა და ფეხბურთელთა რამდენადმე გაუმჯობესებული შედეგები.
 ზოგადად სპორტი, რა თქმა უნდა, მიყვარს. ჩემპიონთა ლიგის თუ სხვა სხვა პრესტიჟულ ასპარეზობებს მეც ინტერესით ვეცნობი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი სპორსმენების მიღწევები მახარებს- ის, რაც ეროვნული სიამაყის საგნად იქცევა ხოლმე.
This entry was posted in სპორტი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s