შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!

    მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტების თანახმად ,,ჯანმრთელობა ეს არის სრული ფიზიკური,გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების ან უძლურების არარსებოდა”, მაგრამ ამასთანავე გავიხსენოთ ფრანგი დრამატურგის ა.ბეკოს ცნობილი ფრაზა ,, თავისუფლებასა და ჯანმრთელობას ერთი საერთო თვისება აქვს, მხოლოდ მაშინ აფასებ როცა გჭირდება” სწორედ ესაა უბედურება რომ საზოგადოება,მაშინ აღიქვამს პრობლემას, როცა მის პირისპირ აღმოჩნდება, მანამდე კი არაფერს აკეთებს მის თავიდან ასაცილებლად.
  ჯანმრთელობის 50% დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, 20%-გარემო ფაქტორებზე, 20%-გენეტიკაზე და 10%-მედიცინასა და სამედიცინო მომსახურების განვითარების დონეზე(ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია-ჯანმო)
  იცნობთ ადამიანს რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს? პირადად მე მაქვს შეხება ასეთ ადამიანებთან და არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ისინი ყველასთან შედარებით ემოციურად გაწონასწორებულები  არიან, მისდევენ სპორტს, არ იღებენ ალკოჰოლს, ნარკოტიკს, სეირნობენ სუფთა ჰაერზე, სწორად გეგმავენ და ანაწილებენ დროს. ნამდვილად მიმზიდველია ასეთი ცხოვრება არა? მაშინ რას უცდით? ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვივარჯიშოთ, განვიტვირთოთ, ავიცილოთ სტრესული სიტუაციები თავიდან, ვიკვებოთ ჯანსაღი პროდუქტით. ნუ დავიმახინჯებთ სიცოცხლეს წუთიერი სიამოვნების გამო,გავუფრთხილდეთ ჩვენს ორგანიზმს, რომელიც ასე სათუთად გვიფრთხილდება. ჩვენი ჯანმთელობა ხომ ჩვენს ხელთაა!
This entry was posted in ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s