სიმშვიდის პატარა წიგნი

     ჩემო მკითხველო მინდა შემოგთავაზო სტატია ერთ  საინტერესო წიგნზე, რომელმაც მე ძალიან დამაინტერესა და ვისურვებდი გულდასმით წამეკითხა იგი, ამ  სტრესული და დაძაბული ცხოვრების გადამკიდე.
მოკლედ ჩემი პოსტი ეძღვნება სიშვიდის პატარა წიგნს რომელიც სულ რაღაც 10X10 სანტიმეტრისაა და შედგება მხოლოდ 1000 სიტყვისგან. ერთ-ერთმა მიმოხილვამ აღწერა ეს წიგნი, როგორც პირველ მაგრამ მაინც საუკეთესო წიგნად,რომელიც მიზნად ისახავს დაგვაძლევინოს მძიმე სტრესული მდგომარეობები. წიგნი ითარგმნა 24 ენაზე. სიმშვიდის პატარა წიგნი გამოჩნდა მრავალ სატირებსა და პაროდიებში გვიან 1990-ში და ასევე მულტფილმებთან ერთად რეგულარულად ჩნდება ბრიტანეთის ყოველდღიურ გაზეთებში.
პირველად წიგნი გამოჩნდა ბრიტანული კომედიის „შავი წიგნების“ ეპიზოდში, როდესაც მენი ბიანკოს შემთხვევით გადააყლაპეს მისი ასლი.
ამ ორიგინალური წიგნის ავტორია პოლ ვილსონი, რომელმაც გამოსცა ის 1997 წელში. პოლ ვილსონი არამარტო წერს წიგნებს, არამედ მუშაობს რეკლამების სააგენტოსთვის და არის საავადმყოფოს დირექტორიც. დრო და დრო ის აკეთებს მუსიკალურ ალბომებს და ხშირად ესაუბრება საქმიან ადამიანებს. მისი გადატვირთული ცხოვრების გამო, ის გახდა სიმშვიდის სპეციალისტი. მან გამოსცა ორი ნოველა და უფრო მეტი წიგნი სიმშვიდის თემაზე.  სიმშვიდის პატარა წიგნი დაეხმარა მას გამხდარიყო მულტი-მილიონერი და გაეცნო მთელ მსოფლიოს. რეგიონულ ჟურნალ-გაზეთებში რეგულარულად იბეჭდება სტატიები მის შესახებ. ამ დროისთვის ის მუშაობს რამდენიმე ახალ პროექტზე.
როგორც ხედავთ ამ წიგნმა ძალიან დამაინტერესა, ძალიან მინდა გავიგო არსებობს თუ არა მისი ქართული თარგმანი, თუ ვინმემ იცით იქნებ მომაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია?
ეხლა კი მინდა დავწერო რამდენიმე რჩევა, რომელსაც ეს წიგნი გვაწვდის.
1)      გაატარეთ გარკვეული დრო მარტო
2)      წაიძინეთ მთელი დღის განმავლობაში
3)      გაისეირნეთ ქალაქგარეთ ან პარკში
4)      გააკეთეთ პიზიკური ვარჯიშები
5)      ირბინეთ
6)      იცურეთ
7)      მიიღეთ განსატვირთი ცხელი აბაზანა
8)      დალიეთ ცხელი წყალი
9)      იმესიჯეთ
10)  წადით საცეკვაოდ
11)  დალიეთ რძე
12)  შეცვალეთ განსაზღვრული რეჟიმი
გავითვალისწინოთ მგონი არ უნდა იყოს ურიგო და მივიღოთ მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან.
This entry was posted in ეს საინტერესოა and tagged , , . Bookmark the permalink.

6 Responses to სიმშვიდის პატარა წიგნი

  1. lika galustashvili says:

    sainteresoaa….damainteresa am wignma salooo:)

  2. arseni says:

    dzalian saintereso da sachiro blogia yochag :*:*:*:)

  3. didi siamovnebit wavikitxavdi misma zomam momxibla..:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s