სერიული მკვლელი

  თამბაქოს მოწევა მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილის ერთერთი ძირითადი მიზეზია. არა მარტო ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლიც კი იწვევს სასიკვდილო დაავადებებს.
თამბაქოს მწეველები არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მათ ირგვლივ მყოფ არამწეველებსაც ვნებენ. თამბაქოს მოწევისას წარმოქმნილი კვამლი ცნობილია როგორც თამბაქოს მეორადი კვამლი ან გარემომცველი თამბაქოს კვამლი. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს უნებლიე მოწევასთან ან პასიურ მოწევასთან. თამბაქოს კვამლს დახურულ სივრცეში შეისუნთქავს ყველა და მის მავნე ზემოქმედებას განიცდის.
  თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000–მდე ქიმიკატს, მათ შორის 50–ზე მეტ  კარცენოგენულ ნივთიერებას. თამბაქოს კვამლის მეორადად შესუნთქვა იწვევს გულის დაავადებების, სერიოზული რესპირატორული და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებას მოზრდილებში, რაც განაპირობებს ნაადრევ სიკვდილს.თამბაქოში არსებული ტოქსინები ზრდის სისხლის სიბლანტეს, რაც თრომბოზებისა და გულის დაავადებების რისკის მატებას იწვევს.
 პასიური მწეველობა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. დადგინდა, რომ ისინი უფრო ხშირად ავადდებიან მძიმე ინფექციური დაავადებებით და საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას ამ მიზეზით. პასიური მოწევა ძალზე საშიშია სიცოცხლის პირველ თვეებში. ბავშვებში პასიური მოწევა ზოგადად თრგუნავს ფილტვის ფუნქციას და იწვევს სასუნთქი სისტემის გაღიზიანების სიმპტომებს: ხველა, ხიხინი და ა.შ. ამასთან, მეორადი კვამლის ზემოქმედებით, ბავშვებს ემართებათ ყურის დაავადებები, რომლებიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებენ. განსაკუთრებით საშიშია მეორადი კვამლი ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვებისათვის, რადგან ხდება ძირითადი დაავადების გამწვავება. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ პასიური მწეველობის შედეგად იგივე დაავადებები ვითარდება, როგორც აქტიური მოწევის შედეგად.
 ექსპერტების თქმით, თამბაქოს კვამლი ყოველი მეასე სიკვდილის მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პასიური მწეველობის მსხვერპლნი ძირითადად ქალები და ბავშვები არიან, რომელთა წილადაც მოდის ყოველწლიური სიკვდილიანობის სამი მეოთხედი (600 ათასი შემთხვევა).ყურადღება მისაქცევია შემდეგი ფაქტიც: მწეველს შეუძლია უარი თქვას თამბაქოზე და ამით მოახერხოს  ნიკოტინით გამოწვეული პრობლემების თავიდან აცილება. პასიური მწეველი კი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სუნთქავს მეორად კვამლს და იმ რისკის კონტროლირება, რომელსაც განიცდიან პასიური მწეველები, შეუძლებელია.
მსოფლიო კვლევების საფუძველზე, ასიდან ერთი გარდაცვლილი პასიური მწეველია. სტატისტიკურად ეს მაჩვენებელი წელიწადში 600000 სიცოცხლეს ნიშნავს, აქედან 168000 – არასრულწლოვანია. აღნიშნულ მაჩვენებელს რომ დავუმატოთ აქტიური მწეველობისაგან ყოველწლიურად გარდაცვლილი დაახლოებით 5,1 მილიონი ადამიანი, მივიღებთ 5,7 მილიონ გარდაცვლილს.
 შეიძლება ითქვას, რომ თამბაქოს მომხმარებელი არა მარტო აქტიური მწეველი, არამედ მის ირგვლივ მყოფი საზოგადოება.
ნახშირჟანგს (სხვაგვარად მხუთავ აირს რომ უწოდებენ) ჰემოგლობინის შებოჭვის უნარი აქვს. წარმოქმნილ კარბოქსიჰემოგლობინს ჟანგბადი ვეღარ გადააქვს და უჯრედები უჰაერობით იხუთებიან. თუ დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევით, ორგანიზმში 400 მლ-ზე მეტი მხუთავი აირი ხვდება, კარბოქსიჰემოგლობინის დონე კი 7-10%-ს შეადგენს. ასე რომ, ყველა ორგანო და სისტემა ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის. მეტიც – იტალიელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ სიგარეტს ავტომობილის გამონაბოლქვის ჩასუნთქვაც კი სჯობია. მათ დახურულ ავტოფარეხში დიზელის ძრავის მქონე ავტომობილი 30 წუთით ამუშავეს, კარი გამოაღეს და გაზომვა ჩაატარეს. შემდეგ იმავე ფარეხში ერთმანეთის მიყოლებით სამად სამი სიგარეტი დაწვეს. გაგიკვირდებათ და I შემთხვევაში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია დასაშვებს ორჯერ აღემატებოდა, მეორეში კი თხუთმეტჯერ(!).
  მალბოროს ცნობილი კოვბოის როლის სამი შემსრულებელი სწორედ თამბაქომ შეიწირა: დევიდ მილარი 1987 წელს მოკვდა ემფიზემით, უეინ მაკლარენი – 1992 წელს, როცა ფილტვის კიბო ტვინზეც გავრცელდა, ხოლო დევიდ მაკლინი – 1995 წელს ფილტვის კიბოთი.
  ნაფაზის დარტყმისას თამბაქოსთან ერთად პაპიროსის ქაღალდიც ალდება. ამ დროს დაახლოებით 1200 მავნე ნივთიერება წარმოიქმნება, მათ შორის – ნახშირჟანგი, ჭვარტლი, ბენზპირენი, ჭიანჭველასი და ციანიდის მჟავები, დარიშხანი, წყალბადი, აცეტილენი, რადიაქტიური ელემენტები… დაბოლოს, კუპრი, რომელშიც 43 კანცეროგენი (კიბოს გამომწვევი კომპონენტი) დაითვალეს.
This entry was posted in მავნე ჩვევები. Bookmark the permalink.

3 Responses to სერიული მკვლელი

  1. anaqia16 says:

    ar varga moweva KLAVS::D:D:D:D

  2. chemikedeli says:

    magdeni ki ar esmis xalxs rom klaavs..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s