იცინე, მხიარულო და საზრიანო!

     მას შემდეგ რაც ჩემს ბლოგზე სიცილის მნიშვნელობაზე ვისაუბრე არ შემეძლო არ დამეწერა დღის შესახებ, რომელმაც ხაშურის მოსახლეობის ჯანსაღ ცხოვრებას პოპულარიზაციის საშუალება მისცა, ამაში კი დიდი როლი ითამაშა მხოლოდ და მხოლოდ სიცილმა.
     მოკლედ მე ვსაუბრობ 18 დეკემბერს,  ქალაქ ხაშურში გამართული შეჯიბრების შესახებ, რომელშიც მხოლოდ მხიარული, საზრიანი და სიცილს შეყვარებული ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ამ შეჯიბრებაზე გამოვლინდა ყველაზე მხიარული და საზრიანი სკოლა. კონკურსი გაიმართა ორ ეტაპად, თამაში მიმდინარეობდა ოლიმპიური პრინციპით, ფინალში კი ერთმანეთს შეხვდნენ ხაშურის მე-3, სურამის მე-2, სოფელ წრომისა და იტრიის სკოლები. მონაწილეებს აფასებდა ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იყო ხაშურის კულტურის განყოფილების მიერ.
   კონკურსი ძალიან ხალისიანად მიმდინარეობდა, მაყურებელს არ მოკლებია ხუმრობა სიცილი და გართობა. ვერსად შეამჩნევდით მოწყენილ სახეებს, ყველა, მონაწილეებისგან წამოსული დადებითი მუხტით იყო დამუხტული, ამის ნათელი მაგალითი კი მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი სიცილია.
  გამარჯვებული დამსახურებულად გამოვლინდა, ეს იყო ხაშურის მე-3 სკოლა, რომელმაც დაუვიწყარი სანახაობა გვაჩუქა, არ მოგვაკლო ხალისი და ახალ-ახალი ხუმრობები.გამარჯვებული სკოლა
  მინდა ავღნიშნო რომ ეს კონკურსი ბავშვებს დაეხმარა გამოევლინათ, როგორც თეატრალური, ისე მუსიკალური და მხატვრული ნიჭი.  მონაწილეები ბოლომდე დაიხარჯნენ სცენაზე, იბრძოლეს გამარჯვებისთვის, ხოლო მაყურებელს რა გვეთქმის გარდა მადლობისა,  მათ ხომ, ამ ერთ საათიანი „სიცილის თერაპიით’’ ჩვენი ჯანმრთელობა ერთი ორად გააუმჯობესეს.
This entry was posted in ეს საინტერესოა, ჯანსაღი ცხოვრების წესი and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s