ეს ოხერი თამბაქო

  თამბაქოს სამოცამდე სახეობა არსებობს, თუმცა მათგან მხოლოდ ორია ძირითადი: ნიკოტიანა ტობაკუმ და ნიკოტიანა რუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა სადღეისოდ მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული.

 ნიკოტიანა რუსტიკა უმთავრესად ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში ხარობს.

თამბაქო ოცდაათამდე ინგრედიენტს შეიცავს. ფარმაკოლოგიურად აქტიური ძირითადი ნივთიერებებია ნიკოტინი და ფისი. ერთ ღერ სიგარეტში 9 მგ-მდე ნიკოტინი და თითქმის ორჯერ მეტი ფისია. მოწევისას ადამიანის ორგანიზმი 90-დან (სიგარეტის მწეველები, რომლებიც კვამლს ჩაისუნთქავენ – ნაფაზს არტყამენ) 10 პროცენტამდე (სიგარებისა და ჩიბუხის მწეველნი, რომლებიც კვამლს არ ისუნთქა-ვენ და ამიტომ ნიკოტინის შეწოვა მხოლოდ პირის ლორწოვანიდან ხდება) ნიკოტინს შეიწოვს.

  თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. სწორედ მან აღწერა პირველად, როგორ დახვდნენ აბორიგენები თამბაქოს ფოთლებით. თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთან არის დაკავშირებული. პირველი, როდრიგო დეჯირეზი, ღარიბი ახალგაზრდა იყო. თამბაქოს წევა ევროპაში პირველმა მან დაიწყო. პორტუგალიის სამღვდელოებამ, როდესაც დაინახა, რომ როდრიგო ცხვირ-პირიდან კვამლს უშვებდა, ის ეშმაკეულად ჩათვალა და დააპატიმრა. როდრიგო მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ხნის განმა-ვლობაში მას ბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული. იგი მოჰყავდათ როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე, მხოლოდ 1691 წლიდან დაიწყო მისი კულტივირება მთელ ევროპაში.

 მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც ასოცირდება თამბაქო, ფრანგი ჟან ნიკო გახლავთ. იგი საფრანგეთის სამეფო კარმა ქორწილის ორგანიზებისთვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი ტანჯავდა. თამბაქომ დედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ თამბაქო საფრანგეთშიც პოპულარული გახდა. 1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა მისი აქტიური ინგრედიენტი გამოყვეს და ნიკოს პატივსაცემად ნიკოტინი დაარქვეს. მხოლოდ ოთხმოცი წლის შემდეგ დაამტკიცა ექიმმა ლეგარმა – სხვათა შორის, საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების წყალობით – თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა.

საქართველოში თამბაქო XVII საუკუნეში შემოვიდა, მაღალხარისხოვანი თამბაქოს კულტურა კი ჩვენში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა.

ასეა თუ ისე, თამბაქოს წევა ძირითადად მაინც მეოცე საუკუნის ფენომენია. პრობლემისადმი საზოგა-დოების ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ, წარმოების სიიაფემ და მომგებიანობამ, რეკლამის ფართოდ გავრცელებამ და ნიკოტინის უნარმა, გამოიწვიოს დამოკიდებულება, თამბაქოს მოხმარების მკვეთრი მატება განაპირობა. მას მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ეწევა. განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს მოხმარების მატება მოზარდებსა და ქალებში. ზოგიერთი ბავშვი სიგარეტის წევას 9-10 წლამდე ასაკში იწყებს. არადა, რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი წევას, მით უფრო მეტია ადრეული სიკვდილის რისკი. გარდა ამისა, არსებობს განსაზღვრული დამოკიდებულება სიგარეტის წევის ადრეულ ასაკში დაწყებასა და შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას შორის.

მოზარდებში თამბაქოს განსაკუთრებული მავნებლობა იმითაც აიხსნება, რომ ისინი მანკიერი ჩვევის დასამალად, წესისამებრ, ჩუმად ეწევიან და ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს, ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტად კონცენტრირდება (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევისას – 40%-ზე მეტი). ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ.

  მოზარდებს თამბაქოს წევისკენ უბიძგებს ცნობისმოყვარეობა, მიმბაძველობა, სწრაფვა, არ ჩამორჩეს სხვებს და თავი მოზრდილად იგრძნოს. განმეორებითი მოწევა თანდათან აყალიბებს მიჩვევას. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით თამბაქოს რეკლამირება და დაწესებულებებში მოწევა აკრძალულია, საქართველოში ქალებისა და მოზარდებს შორის მწეველთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სიგარეტს უფროსკლასელთა დაახლოებით მესამედი (30%-ზე მეტი) ეწევა, ხოლო ქალაქებში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაუტოლდა მწეველ მამაკაცთა რიცხვს.

This entry was posted in მავნე ჩვევები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s