სიცილი- ჯანმრთელობის ვიტამინი

გიყვარს სიცილი? ესეიგი შენი ჯანმრთელობა დაცულია..
  ალბათ არცერთ ჩვენგანს არ წარმოუდგენია სიცოცხლე სიცილის გარეშე,     რადგან, ის  ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის. ღიმილით თითქოს რთული პრობლემაც მარტივად გადაიჭრება, მაგრამ სიცილს ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს…მე ვეცადე თავი მომეყარა ყველა ამ თვისებისთვის და სრულყოფილი სახით შემეთავაზებინა მკითხველისთვის
  თურმე  იუმორი დეპრესიისგან შესანიშნავად იცავს. სიცილის დროს ორგანმიზმში ბედნიერების ჰორმონების ენდორფინების გამომუშავება იზრდება, ხოლო სტრესის ჰორმონების- კორტიზოლის, ადრენალინის, დოპამინის დონე პირიქით  მცირდება. სიცილის დროს სახის კუნთებიდან მოდის იმპულსები, რომლებიც ნერვულ სისტემასა და ტვინზე სასიკეთოდ მოქმედებს. სიცილის შემდეგ ადამიანი სასიამოვნო დაღლას გრძნობს: სხეული დუნდება. მეცნიერები ერთწუთიან სიცილს ღრმა რელაქსაციას უწოდებენ.
  10-15 წუთი სიცილი იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც სატრენაჟორო დარბაზში ნახევარსაათიანი ვარჯიში
  სიცილის დროს, სრული დაძაბვით კუნთების 80 ჯგუფი მუშაობს. ყველაზე კარგად სიცილს გრძნობენ ზურგისა და ფეხის კუნთები.
სიცილი ისევე დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, როგორც ვიტამინები იცავენ ორგანიზმს ვირუსებისგან
  სიცილი ადვილად ამარცხებს ბევრ ინფექციას- ნერწყვში იზრდება იმუნოგლობულინების  კონცენტრაცია, რომელიც ორგანიზმის დამცავ ძალებს ამაღლებს და ვირუსებისა და ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს განვითარების საშუალებას არ აძლევს, ასევე აძლიერებს ფილტვებს. მხიარულების დროს სისხლძარღვები ფართოვდება და მთელი ორგანიზმის სისხლით მომარაგება უმჯობესდება.
  სიცილი ნამდვილად კარგი ექიმია,ხოლო მისი დახმარებით გამოჯანმრთელების მეთოდი მეცნიერულია და გეტოლოგია ეწოდება.
  სიცილით თვითმკურნალობა უსაფრთხოა და გვერდითი ეფექტები არ აქვს … ასე რომ შეგიძლიათ იცინოთ რამდენიც გინდათ.
This entry was posted in ეს საინტერესოა, ჯანსაღი ცხოვრების წესი and tagged , . Bookmark the permalink.

2 Responses to სიცილი- ჯანმრთელობის ვიტამინი

  1. ამ ვიდეოზე მეცინება😀 რა საყვარლები არიან ^^ http://25.media.tumblr.com/tumblr_m97gunBbCC1ra73v0o1_400.gif

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s