ვუსურვოთ ერთმანეთს მშვიდობა

21 სექტემბერი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე, სხვების მსგავსი, არაფრით განსხვავებული. ქალაქში გადატვირთული მოძრაობაა, ყველა ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას. ამქვეყნიური პრობლემებით დაღლილი უხალისო სახეები, მოცინარი კეკლუცი ბავშვები, რომლებიც სამყაროს ვარდისფერ ფერებში აღიქვამენ, მიდიმოდიან სხვადასხვა ფიქრებით გართულნი მაგრამ ერთი მისწრაფებით გაერთიანებულნი, რომელსაც ისინი ვერც კი ამჩნევენ მაგრამ ყველაზე ხშირად შენატრიან.

ეს დღე ხომ მშვიდობის საერთაშორისო დღეა, 21 სექტემბერი, რომლის სიტკბო არაერთხელ შეგვიგრძვნია ბრძოლებით დაღლილ ქართველობას. წლევანდელი მშვიდობის გზავნილი მსოფლიოსთვის „მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარებაა“

როგორ შეიძლება არ აგვეღნიშნა ეს დღე და არ შეგვეტყობინებინა მისი მნიშვნელობა მიძინებული საზოგადოებისთვის?

ამიტომ, ჩვენ, ხაშურის და სურამის სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა საზოგადოება „ბილიკთან“ კონსულტაციის  შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა აქცია და შეგვეტანა საზოგადოებაში ხალისიანი და მშვიდობიანი მუხტი

ხაშურის ქუჩებში ხალხმრავლობა შეინიშნება.. თანდათანობით იკრიბება და იქმნება ჯგუფი აქტიური ახალგაზრდებისა. ყველა თეთრი ფერის ზედებშია გამოწყობილი ხელზე თეთრი ლენტებით, რათქმაუნდა სიმბოლურად, თეთრი ხომ მშვიდობის ფერია.

როგორც იქნა ყველა შეიკრიბა, გვინდა სიხალისე შევიტანოთ ქალაქში ჩვენი გამოჩენით და ყველას გავაგებინოთ რომ დღეს მშვიდობის  საერთაშორისო დღეა, გავუწოდოთ დახმარების ხელი ერთმანეთს და ვადიდოთ ჩვენი ცრემლში განბანილი მშვიდობა

აქციის წევრები სხვადასხხვა ადგილებში გავიფანტეთ, ქალაქის ყველა კუთხეში შენიშნავდით მშვიდობის მტრედებივით გულანთებულ ბავშვებს, რომლებიც არიგებდნენ საინფორმაციო ფლაერებს და ამბობდნენ სიტყვებს რომლებსაც ძალიან დიდი ძალა აქვს“ გისურვებთ მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას“

დღე დასრულდა, დღის ბოლოს ყველამ შეიტყო, რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე მშვიდობას ღაღადებს, ჩვენზე კარგად ხომ არავინ იცის თუ რა ფასი აქვს  მას ომგამოვლილ ქვეყანაში.

ჩვენი, სამოქალაქო კლუბის ბავშვების მიზანიც ხომ ეს იყო? დავიხარჯეთ პოზიტიური ენერგიით და ორმაგად დავსაჩუქრდით ხალხის გულიდან წამოსული სითბოთი

   უდაოა, რომ 21 სექტემბერი განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია, რადგან მომავალ და ძველ თაობას ყველას ერთი  დაუჭკნობელი სურვილი გვაერთიანებს, რომ „ დიდი თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ჯომოლუნგმაზე, ამაყად, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი დიდი ვებერთელა თეთრი ბაირაღი“

This entry was posted in ეს საინტერესოა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink.

3 Responses to ვუსურვოთ ერთმანეთს მშვიდობა

  1. სალო დავამატებდიhttp://saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=7221:gvtismhobloba&catid=110:religia1&Itemid=514#axzz1lQIV9Tux

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s