“MEGA DANCE 2011”

      ცეკვისა და სპორტული ცეკვის საქართველოს პროფესიონალთა       ეროვნული საბჟოს და სპორტ- კლუბ ‘’მეგა დანსის’’ ერთობლივი    თანამშრომლობით,  18 დეკემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა შეჯიბრება ლათინო-ამერიკულ ცეკვებში.  გათამაშდა ,,მეგა დანსის’’ თასი 2011.  შეჯიბრება მიმდინარეობდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, მოცეკვავეებს აფასებდნენ პროფესიონალი მსაჯები. კონკურსი დატვირთული იყო შოუს ელემენტებით, რასაც ადასტურებს საჩვენებელი ნომრების სიმრავლე კონკურსის განმავლობაში.

შოუ პროგრამა გახსნა ყველასთის კარგად ცნობილმა აკროსტაილმა, რომელმაც დაუვიწყარი და ამაღელვებელი სანახაობა მოუწყო დამსწრე საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას თუ რა მნიშნელოვანია იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომ იყო წარმატებული სპორცმენი. 

შესრულდა უამრავი შთამბეჭდავი ცეკვა როგორიაა: ჩა- ჩა- ჩა, ვალსი, რუმბა, რომელიც შეასრულეს სპორტ- კლუბ „ელიტ დანსის’’ პროფესიონალმა მოცეკვავეებმა, რომლებსაც არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორიცაა ევროპის და საერთაშორისო ჩემპიონატები.

 პირადად ჩემზე დიდი    შთაბეჭდილება  მოახდინა ამ საღამომ და სამუდამოდ დამამახსოვრდა გამარჯვებისთის მებრძოლი პატარა მოცეკვავეების თვალები და მონდომება.

ეს შეჯიბრება კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ სპორტული ცხოვრება ძალიან მნიშნელოვანია, აჯანსაღებს და ხდის საზოგადოებას უფრო აქტიურს.

ყოველი ასეთი შეჯიბრება უწევს  სპორტულ ცხოვრებას პოპულარიზაციას საზოგადოებაში, ამიტომ მოგიწოდებთ ვიყოთ უფრო აქტიურები, ვიცხოვროთ ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესით,  რაც დაგვეხმარება  ვიყოთ საინტერესოები, გონიერები, ჩამოყალიბებული მიზნებით და მისწრაფებებით.

არ შემიძლია არ გამოვთქვა აღფრთოვანება ამ კონკურსის იდეის ავტორების მიმართ და არ მიულოცო იდეის წარმატებულად განხორციელება, ესენი არიან სპორტ- კლუბ ,,მეგა დანსის“ ხელმძღვანელები სოფო პეტრიაშვილი და როსტომ აროშვილი, მათი შრომისუნარიანობა და მონდომება ყველასთვის მისაბაძი და დასაფასებელია,,

 ასე რომ ძვირფასო მკითხველო კიდე ერთხელ მინდა მოგიწოდოთ რომ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით,  ჩავებათ სპორტულ ცხოვრებაში და გავხდეთ უფრო აქტიურები, მოქმედნი, როგორც  ამ შეჯიბრების მონაწილე ყველა პიროვნება.

This entry was posted in სპორტი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s